სტატიები
ვინ შეჭამა ბალახი - პროკურატურის ეზო 2

23.02.2015 წმინდაწყალზე მიწის ნაკვეთს, სადაც ამჟამად მინისტადიონია განთავსებული, პატრონი გამოუჩნდა. 2013 წლის შემოდგომიდან გამოჩენილი მოქალაქე გელა ტალახაძე ადგილობრივ მთავრობას ფართის გათავისუფლებას და სტადიონის დანგრევას სთხოვს. სასამართლო გორის მუნიციპალიტეტმა წააგო. აწ უკვე ყოფილი გამგებელი პაპუნა კობერიძე და იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო

გოგიაშვილი, საკითხის შეუსწავლელად, მომჩივანთან მორიგებაზე წავიდნენ. გელა ტალახაძე მინისტადიონის დანგრევის სანაცვლოდ, სხვა მიწის ფართს ქალაქის ცენტრში ან კიდევ ფულად ანაზღაურებას 150 ათასი ლარის ფარგლებში ითხოვს.

02:07 / 24.02.2015
მოხუცი ქალბატონი გზაზე გადასვლისას ცუდად გახდა

11.02.2015 სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოსული მოხუცი ქალბატონი გორის ცენტრალურ ქუჩაზე

გადასვლისას ცუდად გახდა და ასფალტზე დაეცა. ამის გამო საავტომობილო მოძრაობა ნახევარი საათით შეფერხდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თავდაპირველი ვარაუდით, ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას. 

21:45 / 11.02.2015
,,მხრებზეშესმული მეპლაკატეები წინ"

06.02.2015 ,,ის ადამიანი, რომელიც ჩემი ახალგაზრდულის ბიჭებს მხრებშესმული პლაკატებს აკვრევინებდა,

ზაზა მოსიაშვილმა სამსახურიდან, ცეხიდან გაათავისუფლა. დღეს ზაზა მოსიაშვილის მეუღლე კი ბიბლიოთეკაში ინიშნება" - განაცხადა კასპის საკრებულოს წევრმა, ,,ქართული ოცნება"-დან ქეთევან წურწუმიამ.

21:34 / 07.02.2015
,,ომიდან სხვისი შვილის ცხედარი ჩამომიტანეს"

02.02.2015 ნატო კურტანიძე სოფელ რიეთის სასაფლაოზე სხვისი შვილის საფლავს პატრონობს. 22 წლის წინ მას სახლში, ე.წ. ცინკის განსასვენებლით, ცხედარი მიუტანეს. სამხედროებმა უთხრეს, რომ გვამი 23 წლის ილია კურტანიძეს ეკუთვნო

და. ,,გავხსენით და ვნახეთ, რომ იქ ჩემი შვილი არ იწვა. გარდაცვლილი მუსლიმი იყო" -   ეს ამბავი ნატო კურტანიძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი შიხიაშვილს გორში ყოფნისას განუცხადა. 

02:37 / 03.02.2015
გოგშელიძე VS სხირელი - დაპირისპირება გორში

29.01.2015 ორი დღის წინ, 27 იანვარს, მოსამართლე შალვა კაკაურიძის წინაშე  გიორგი გოგშელიძე და  ნუგზარ სხირელი ჩვენების მისაცემად წარსდგნენ. პროკურატურის განცხადებით, გიორგი გოგშელიძეს ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი

ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში ედება. ბრალდების ეს მუხლი ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დაზარალებული კი ნუგზარ სხირელია.

22:59 / 29.01.2015
,,საბჭომ იცის" - დიალოგი გამგებელსა და გლეხს შორის

29.01.2015 ,,თუ მაგდენი მიწა არ გაქვს, 640 ლარი როგორ აიღე პირველ წელს? დააბრუნე ის თანხა?" - უთხრა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ადგილობრივ მცხოვრებს იმ პრეტენზიის პასუხად, რომლის მიხედვით, მეორე და წლევანდელ მესამე წელს, უფასო მოხვნის ბარათები, არ ერგო. ადგილობრივი

მცხოვრების თქმით, რეალურად, მას ერთი ჰექტრამდე მიწა არ აქვს. უფასო ხვნის პროგრამაში კი ის მცირე ფერმერები ხვდებიან, რომლებიც 1.25 ჰა-მდე ფართობებს ფლობენ.

17:25 / 29.01.2015
თავდაცვის სამინისტროს პიკაპის ავარია

27.01.2015 მსუბუქი ავტომობილის დაშავებულ მძღოლს ,,გორმედის" საავადმყოფოში სტაციონალური მკურნალობა ჩაუტარდა. თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში მყოფი პიკაპი მთავარ გზაზე მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას, მარჯვენა მხრიდან, სამხარეო პოლიციის შენობის წინ დაეჯახა. ,,აუდის" მარკის ავტომობილს

შუახნის მამაკაცი მართავდა. ,,კიდევ კარგი საჭე მარცხნივ იყო და გვერდით არავინ უჯდა, თორემ შედეგი უფრო მძიმე იქნებოდა" - გვითხრეს შემთხვევის ადგილზე.

19:27 / 27.01.2015
გამყოფი ხაზის 33 სოფლიდან ბუნებრივი აირი 7 სოფელშია ჩართული

26.01.2015 გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე 33 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ ,,სოკარი ჯორჯია - ქართლის" გორის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ელგუჯა

ბერუაშვილმა გორის მუნიციპალიტეტს წერილობით 22 იანვარს აცნობა. მოხსენებით ბარათზე დართულ სიაში ისიც წერია, რომ გაზი 33 სოფლიდან, მხოლოდ, 7 სოფელშია ჩართულია.

00:13 / 27.01.2015
,,როდემდე უნდა შეინახოს ბიუჯეტმა ,,დილა"?"

21.01.2015 გორის მერიამ  საფეხბურთო კლუბის,  ,,დილას" სუბსიდიების გაზრდის და ხარჯების მილიონ 300 ათას ლარამდე განსაზღვრის შესახებ, ქალაქის საკრებულოს წინადადებით მიმართა. აღნიშნულმა საკითხმა კითხვები ჯერ კომისიების სხდომაზე  გააჩინა, ხოლო შემდეგ დისკუსია ბიუროს სხდომაზე გაგრძელდა. საკრებულოს წევრების ნაწილი მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე

კლუბის დაფინანსება 2 მლნ ლარამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეუძლებელი იქნება. როგორც ბიუროზე გაირკვა, ,,დილას" ხელმძღვანელს 1 მლნ 300 ათასი ლარი, წლის განმავლობაში, არასაკმარისად მიაჩნია.

04:32 / 22.01.2015
,,პროკურატურის ეზო" - 1 ნაწილი

16.01.2015 გორის რაიონული სასამართლომ  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ნაწილის ყოფილი უფროსის გელა ტალახაძის სარჩელი დააკმაყოფილა და გამგეობას (შემდგომში მის სამართალმემკვიდრეს, გორის მერიას) ყოფილი პროკურატურის ეზოში აშენებული სტადიონის დანგრევა დაავალა. გარდა ამისა, სტადიონის დანგრევამდე, სასამართლომ ადგილობრივ ხელისუფლებას გელა ტალახაძის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, 400 ლარამდე ქირის გადახდა

დაავალა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ 2014 წლის 18 ივნისს მიიღო. პროცესზე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი რევაზ გოგიაშვილი არ გამოცხადდა. სწორედ, იურისტის გამოუცხადებლობა ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

01:56 / 17.01.2015
ვიდეორეპორტაჟი
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა

,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა ფილმებს უყუროს

,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", ,,კოტე.... სსრკ ნოსტალგია" და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სამეფო ქუჩაზე ახალგაზრდები მივიდნენ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება.
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
,,გორი, უკვე, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი გახდა. მხოლოდ ამ ორ ქალაქს ვერ ვჯობნით,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.