სტატიები
ქარელი-ზღუდერის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა

06.01.2015 თბილისიდან ქარელისკენ მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და

თხრილში გადავარდა. ავტოავარიის შედეგად ორი მგზავრი დაიღუპა. დანარჩენი მგზავრები გორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. შემთხვევა გორთან ახლოს, თბილისი-ლესელიძის მთავარი ავტომაგისტრალის შავშვები-ახალშენის მონაკვეთზე მოხდა.

19:43 / 06.01.2015
ავარია ავტობანზე

30.12.2014 დღეს საღამოს, თბილისი-ლესელიძის მთავარი მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ერთმანეთს მიკროავტობუსი

და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მყოფი საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლების განცხადებით გარდაცვლილია მსუბუქი ავტომანქანის მგზავრი. ,,სხვა ყველა დანარჩენი, მძღოლებიც და მიკროავტობუსის მგზავრები კარგად არიან" - გვითხრეს პატრულის თანამშრომლებმა.

23:33 / 30.12.2014
,,რას აკეთებ გამგებელო?!" - განგაში რაიონის საკრებულოში

19.12.2014 დღეს, 19 დეკემბერს გორის რაიონის საკრებულოს კომისიის სხდომაზე გამგებლის დავით ონიაშვილის წინადადება, გამგეობის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე, დაიწუნეს. ,,საკრებულოს სხდომაზე განსახვილველად საკითხის გატანის ფაქტობრივი, სამართლებრივი და ზნეობრივი საფუძვლები არ არსებობს" - ეწერა კომისიის იმ დასკვნაში, რომელიც გამგებელს კომისიის სხდომის

დაწყებამდე გაუგზავნეს. დავით ონიაშვილმა კომისიის წევრები, პირველი და მეორე მოადგილეებისთვის ხელფასების დაახლოებით 80% -იანი ზრდის აუცილებლობაში, პირადად შეხვედრის დროსაც ვერ დაარწმუნა., გამონაკლისის გარდა.

23:42 / 19.12.2014
რა მოტივით შლიან სუფრებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან

15.12.2014 ხაშურის გამგეობამ საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც ქალაქში შუქნიშნების ადგილების შესარჩევად და დასათვალიერებლად რამდენჯერმე ჩავიდა, სუფრა ბიუჯეტის ფულით ,,გაუშალა". სუფრა

ამავე მიზნით ხაშურში ჩასულ, საგზაო პოლიციის წარმომადგენელსაც გაუშალეს. ხაშურის მუნიციპალიტეტის წარომადგენელი და თბილისიდან ჩასული სპეციალისტები ასეთ ადგილებს 3 თვის განმავლობაში ეძებდნენ და არჩევდნენ.

02:32 / 16.12.2014
,,როცა იქნება ჩაგთეთქვავ...იუტუბუზე აგტვირთავ"

,,თუ წესივრად მოიქცევით, თათბირებზე  დაგასწრებთ... ჩემი ნებაა, გააშუქებთ თუ არ გააშუქებთ... არ არის აუცილებელი მუნიციპალიტეტის მუშაობის ყველა დეტალი ყველამ გაიგოს... თქვენი შიშით თავი ვერ მოუფხანია კაცს... ჩემი თანამდებობა მაძლევს ამის

უფლებას" - აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი, რომელმაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს, გამგეობის თანამშრომლებთან და წარმომადგენლებთან გამართული თათბირების, საქმიანი შეხვედრების ჭიშკრის ჩაკეტვა დაუწყო. 

22:49 / 15.12.2014
პატრულს ასაფეთქებლებით ართობენ

14.12.2014 მანქანებისკენ ნასროლ ასაფეთქებლებს სამართალდამცავები მშვიდად უყურებენ

02:02 / 15.12.2014
გორელი ნაციონალები VS,,ვერელი +" - ბრძოლა მილიონიანი ტენდერებისთვის

08.12.2014 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაცია აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მუდმივად კომპანია ,,ვერელი +" იმარჯვებს, რომლის ხელმძღვანელი როინ მიხანაშვილი გორის მერის მოყვარეა, ხოლო როინ მიხანაშვილის შვილი შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსია. შპს ,,ვერელი +"-ს მოგებული აქვს ტენდერები იმ პერიოდშიც, როდესაც ხელისუფლებაში ,,ნაციონალური მოძრაობა" იყო. მაგალითად, 2011 წლის

აგვისტოში შპს ,,ვერელი +"-მა მოიგო გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 2 მლნ 337 ლარიანი ტენდერი. ამ ტენდერში როინ მიხანაშვილმა მაშინდელი გუბერნატორის მოადგილის სიმამრის კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" დაამარცხა.

01:48 / 09.12.2014
როგორ დამთავრდა პოლიციის ახალი მანქანების ,,აღლუმი" გორში

01.12.2014 როგორ დამთავრდა პოლიციის ახალი მანქანების ,,აღლუმი" გორში

22:05 / 01.12.2014
,,სადგურ-სადგურ დავდივარ და...." - რა კონცერტები ტარდება ქარელის სოფლებში

25.11.2014 ქარელის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით სოფელ ატოცში ჩატარდა საესტრადო კონცერტი  ქარელის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივისა და ჯგუფ „3+1“-ის მონაწილეობით.

02:20 / 26.11.2014
ქალი და მამაკაცი ერთმანეთის ცემაშია ბრალდებული - ჩხუბი სახინკლეში

გორის რაიონული სასამართლოს ორ დარბაზში, ცალ-ცალკე და ერთდროულად, 21 წლის

ვაჟის და 30 წლამდე გოგოს სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. გორის პროკურატურის მასალების მიხედვით, ორივეს ერთმანეთის ცემაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით, ედებათ ბრალი. გოგოს და ბიჭის ჩხუბი სახინკლეში მოხდა.

02:30 / 25.11.2014
ვიდეორეპორტაჟი
გიდების საერთაშორისო დღეს, ქართველმა გიდებმა საქართველოს დამახინჯებული რუკების გავრცელებასთან დაკავშირებით, უფასო ტური მოაწყეს.
,,მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქის შესახებ ცოდნის შესამოწმებლად ტესტები წერეს. ფინალურ ტურში 20 საუკეთესო გადავიდა."

ბავშვებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა - ბუნებრივი მოვლენები უკეთ შეისწავლეს

,,მამაჩემი ძალიან ჯიუტი კაცი იყო. სანამ არ დაოჯახდები, ბაკურიანიდან ფეხს ვერ გაადგამო, მართლაც ასე მოხდა“
გასული თვის პოპულარული სიახლეები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

ცნობილი სპორტსმენები სანტას ფორმით გორის სკოლებს ესტუმრნენ
იცნეს თუ არა მოსწავლეებმა და საკუთარმა მასწავლებლებმა სანტები, ამის შესახებ qartli.g ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.