სტატიები
ქარელის გამგებელი საკრებულოს წევრის სახელობის საჭიდაო ტურნირს აფინანსებს

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 1200 ლარი ზემო ხვედურეთის მაჟორიტარი საკრებულოს წევრის

ჯემალ მჭედლიშვილის სახელობის ტურნირის დასაფინანსებლად გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ვასილ ბაქრაძე ავრცელებს. მისი თქმით, თანხები წარმომადგენლობითი ხარჯებიდან გაიღება.

23:55 / 24.11.2014
საკრებულოს წევრთა ,,კუნძული"

,,თქვენს მიერ მომზადებული შენიშვნები დაუსაბუთებელია" - განუცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა სხვა, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების

ფრაქციების ხელმძღვანელებს. საქმე ეხება 2014 წლის 24 ნოემბერს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ბიუროს წევრებს შორის გამართულ შეხვედრას, სადაც  მერიის ბიუჯეტისთვის მომზადებულ შენიშვნებს გადახედეს.

23:03 / 24.11.2014
,,დილა" უმაყურებლო თამაშებს წარმატებით ასრულებს

2014 წლის 21 ნოემბერს საფეხბურთო კლუბმა გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ წარმატებით უმასპინძლა. აღნიშნული თამაშით  „დილა“ და „სამტრედია“ სატურნირო მდგომარეობით მეორე-მესამე ადგილს ინაწილებდნენ. გატანილმა ერთმა გოლმა გორის კლუბს მეორე ადგილი არგუნა.

00:59 / 22.11.2014
პიარი არ გინდათ? - ანუ რა მისწერა ,,თრიალეთმა" გუბერნატორს

20.11.2014 ,,ეს მოხდა გუბერნიის გადაწყვეტილებით. ნანეტაშვილის წერილები მართლაც შემოვიდა, მაგრამ თანხების გადარიცხვაზე უარი ვუთხარით. ვფიქრობდით, რომ რეგიონში არსებული სხვა მედიასაშუალებები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებოდნენ" - გვითხრა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა. ის ერთ-ერთია იმ გამგებლებს შორის, რომელთაც ტელეკომპანია ,,თრიალეთის" გენერალური დირექტორისგან ჯონი ნანეტაშვილისგან, ყოველთვიურად, თითო მუნიციპალიტეტისგან, 2 000 (ორი ათასი) ლარის

გადარიცხვის მოთხოვნით, 2014 წლის აგვისტოში წერილები მიუვიდათ. პიარის გაწევის შესახებ თანხის მოთხოვნის ფაქტი რეგიონის ყველა გამგებელმა, მათ შორის, გორის მერმაც დაადასტურა.

21:57 / 20.11.2014
შემოდგომა გორის რაიონში -,,ზარმაცი" ფერმერები; ,,ნაყოფჭამიები",,გაფლანგული" ტრაქტორები

გორის თემის (რაიონის) საკრებულოს წევრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრის გორის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილეს დავით კაკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა 2014 წლის 19 ნოემბერს შედგა, სადაც საუბარი რაიონში, განსაკუთრებით, საშემოდგომო პერიოდში

არსებულ მდგომარეობას შეეხო. შეხვედრის ძირითადი აქცენტები იყო: ,,ზარმაცი" ფერმერები; აქტიური უცხოელების და ეპარქიების კუთვნილი, მოხნული მიწები; ,,ნაყოფჭამიების" გამრავლების საშიშროება; ,,გაფლანგული" ტრაქტორები და ა.შ. 

15:09 / 20.11.2014
,,ზოგს გამოაფხიზლებს, ზოგს დააძინებს" - რას ნიშნავს მოხელესთვის სტრესული სიტუაცია

2014 წლის ოქტომბრის თვეში გორის თემისა და ქალაქის მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ დამტკიცებულ დებულებებში, რომელიც საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ეხება, ერთ-ერთ პუნქტში წერია: მოხელეს ,,სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი" უნდა გააჩნდეს.

00:01 / 19.11.2014
,,შევარდნაძეს და სიგუას უფრო ადვილად ვხვდებოდი, ვიდრე თქვენ"

,,სადამდეც საჭიროა, იქამდე უნდა მელოდოთ" - უთხრა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა

ზაზა გულიაშვილმა საკრებულოს წევრს ზურაბ ქველაძეს, რომელიც ლეიბორისტული პარტიას წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობაში. ზურაბ ქველაძემ გამგებელს უთხრა, რომ წლების წინ შევარდანძეს და სიგუას უფრო ადვილად ხვდებოდა, ვიდრე ამჟამად მას.

21:15 / 17.11.2014
,,სტალინს სემინარია ჰქონდა დამთავრებული და ბუმბერაზი კაცი იყო"

,,საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მეტყველების უნარი რატომ არ წერია?" - იკითხა ქარელის საკრებულოს ლეობირისტმა წევრმა ზურაბ ქველაძემ. მისი თქმით, სოფლებში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს ეს უნარი უნდა გააჩნდეთ.

16:23 / 17.11.2014
ძაღლების ,,ტოტალიზატორი" - ბავშვები და პოლიციელები

ვიდეო, სადაც ძაღლების ჩხუბია ასახული, ,,ცხოველთა დახმარების, უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის" ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. აღნიშნული ორგანიზაციის

წარმომადგენელს ირმა მთიულიშვილს, ერთ საათიანი ვიდეო ინკოგნიტო წყარომ მიაწოდა და სავარაუდოდ დასავლეთ საქართველოში 2014 წლის ოქტომბრის ბოლოსაა გადაღებული. ძაღლების ჩხუბს პოლიციელები და ბავშვები ესწრებიან.

01:37 / 13.11.2014
ვიდეორეპორტაჟი
,,გვითხრეს, რომ გორში შეხვედრა იმართებოდა ამერიკელებთან. იმ ხალხთან, ვისაც ჩვენი პროექტები უნდა დაეფინანსებინა.
საბედნიეროდ, ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამას ცუდად იყენებს. ამან არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის დაჩაგვრა,
ტონი მემელი წამყვანი გიტარისტია, ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი.
მასში მონაწილეობას გორის და გორის რაიონის 24 საჯარო სკოლა იღებდა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,რიტუალების სახლის თანხა ,,პრარაბმა" კაზინოში წააგო" - ჩობალაურში მუშები ხელფასს ითხოვენ
სოფელ ჩობალაურს წელს ნაცვლად 5 ათასი ლარისა, 10 000 ლარი შეხვდა. სოფლის კრება შედგა, თუმცა, მოსახლეობა ამ შეხვედრას კრებას
,,ატოს" და ,,იურჩიკას" ამბავი ატოცში
p.s რეპორტაჟის მომზადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ,,იურჩიკა" რუსმა სამხედროებმა კვლავ დაიჭირეს. ,,ძალა ერთობაშიას"
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.