სტატიები
მეორადი ძრავი სამსახურებრივი მანქანისთვის - 4382 ლარად

2014 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულებით კასპში ინდმეწარმე ივანე ცინცაძემ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანას 4 382 ლარად მეორადი ძრავა დაუყენა. ავტომანქა ,,Hyindai Santa fe 2006" მუნიციპალიტეტმა 2009 წელს შეიძინა. როგორც კასპის

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნუგზარ ბუღაძე ამბობს, მანქანის დაზიანებაში წვლილი ყოფილ თავმჯდომარეს ავთანდილ გოგიაშვილს მიუძღვის. გოგიაშვილი ამჟამად ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

00:33 / 04.11.2014
ბიუროს სხდომა აიშალა: ,,თანამშრომლის ქორწილზე ვსაუბრობთ"

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ჟურნალისტებისთვის სანქციების დაწესებას აპირებს. ამის შესახებ საკრებულოს ფინანსური კომისიის ხელმძღვანელმა სპარტაკ ეკალაძემ იმ დროს განაცხადა, როდესაც ბიუროს სხდომაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი შევიდა. 

23:51 / 02.11.2014
,,პერსონალური წერილი" - რესურსცენტრის უფროსმა სამეურვეო საბჭოების სხდომების ოქმები არ გასცა

2014 წლის 29 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის  საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების მიერ ჩატარებული სხდომების ოქმების და გადაწყვეტილებების ასლები, დირექტორების არჩევნებთან დაკავშირებით,

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ზურაბ ქარელმა არ გასცა. არჩევნების დღეს ის დაგვპირდა, რომ  ინფორმაციას წერილობით გასცემდა, რადგან ხელთ ჯერ ,,შავი მასალა" ჰქონდა: იხ. სტატია: 

21:02 / 31.10.2014
ჩემპიონ გამგებელს თანამშრომლებმა აეროპორტში კოლექტიური დახვედრა მოუწყეს

2014 წლის 26-27 ოქტომბერს საბერძნეთის ქალაქ ჰალკიდიკში გამართულ ჩემპიონატზე სამბოში

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა პირველი ადგილი აიღო. სამშობლოში დაბრუნებულ გამგებელს აეროპორტში მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობით, კოლექტიური დახვედრა მოუწყეს.

 

 

 
23:13 / 30.10.2014
,,ვერ გავიგე, სოფლის დეპუტატი ვარ თუ რა ვარ"

სოფელ თელიანის წარმომადგენელი კასპის საკრებულოში ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ სოფლის პროგრამების ფარგლებში, გასული წლებიდან შემორჩენილი თანხების ხარჯვის გადაწყვეტილებას, სოფლის ,,გამგებელი"

(მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ადგილზე) ერთპიროვნულად იღებს. მისი თქმით, ამიერიდან მათი მფარველი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რეაგიონალური და რაიონული განყოფილებების ყოფილი უფროსები აღარ იქნებიან.

22:38 / 30.10.2014
ერთაწმინდელების ,,ჯავრი"

კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდას მოსახლეობა გია ჯავრიშვილს, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაობაზე, უპირისპირდება. ჯავრიშვილი ცნობილი კლინიკის ,,ოფთალმიჯის" ხელმძღვანელია.  

00:56 / 29.10.2014
,,ნუ დამაბრუნებთ უკან" - დიცთან დაკავებული რუსი ახალგაზრდა თავშესაფარს ითხოვს

,,თუნდაც პატიმრობაში დამტოვეთ, ოღონდ, ნუ დამაბრუნებთ უკან" - 1985 წელს კემეროვის ოლქში (ციმბირი) დაბადებული ევგენი მელი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს.

ამის შესახებ Qartli.gE-სთვის ცნობილი, დღეს, 27 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ევგენი მელი გორის რაიონის სოფელ დიცთან, ადმინისტრაციულ საზღვართან, ქართველმა სამართალდამცავებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 2014 წლის 16 აგვისტოს დააკავეს.

01:15 / 28.10.2014
გაუჩინარებული 11 ცალი ,,Glock"-ის ტიპის პისტოლეტი გორში

შიდა ქართლის სამხარეო პროკურატურამ ვერ მიაკვლია იმ იარაღებს, რომელიც 2013 წლის მეორე ნახევარში, ჯერ ოფიციალურად შეძენილ იქნა თბილისში, შემდეგ კი

,,გამოძიებით დაუდგენელ პირებზე" გორში არაოფიციალურად გასაღდა. საუბარია ,,გლოკის" სისტემის პისტოლეტებზე.  პროკურორი გიორგი ქობულაძე ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს და გამოავლინეს.

16:44 / 20.10.2014
,,ცოლის მოყვანას ნუ აგვიანებ" - გამგებელი ხელქვეითს

სოფელ ახალქალაქის წარმომადგენელი  კოტე წერეთელი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საჯაროდ, პროექტების და ცოლის მოყვანის დაგვიანებაში დაადანაშაულა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ეს ისეთი

მნიშვნელოვანი საკითხი არაა, როგორიც სოფელ ჩოჩეთში სასმელი წყლის მილების დაზიანების ამბავი. გამგებელსა და მის წარმომადგენელს შორის ამდაგვარი შინაარსის დიალოგი 2014 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. 

17:16 / 17.10.2014
მკვლელობა 5 ლიტრი ღვინოს გამო

სოფელ ხიდისყურში მცხოვრები, 54 წლის ზურაბ ალიევი თანასოფლელის ნარიმან ყურბანოვის მკვლელობის ფაქტზე, განაჩენს ელოდება. წინასწარი გამოძიება პროკურატურამ დაამთავრა, ხოლო საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მკვლელობის მიზეზი 5 ლიტრის ოდენობის ღვინო აღმოჩნდა.

15:20 / 16.10.2014
ვიდეორეპორტაჟი
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა

,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა ფილმებს უყუროს

,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", ,,კოტე.... სსრკ ნოსტალგია" და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სამეფო ქუჩაზე ახალგაზრდები მივიდნენ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება.
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
,,გორი, უკვე, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი გახდა. მხოლოდ ამ ორ ქალაქს ვერ ვჯობნით,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.