სტატიები
Best Moments: ღარიბაშვილი, ჭიკაიძე და ცხინვალელების გუნდი

2014 წლის 12 ოქტომბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე ვეტერანმა და მოქმედმა ფეხბურთელებმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა და მისმა მინისტრებმა, ამხანაგური მატჩი ცხინვალის ,,ლიახვის" გუნდთან გამართეს. მატჩი ფრედ 4:4 დამთავრდა. პირველ ტაიმში თბილისის გუნდს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იცავდა. ხოლო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველ ტაიმში თბილისის გუნდში, მეორე ტამში კი ცხინვალელების გვერდით თბილისელების წინააღმდეგ თამაშობდა. ღარიბაშვილმა თბილისის კარში სამი გოლი გაიტანა.

02:47 / 13.10.2014
,,გინდა თუ არა მოშარდეო" - 8 საათიანი ტყვეობა ნარკოლოგიურში

2014 წლის 8 ოქტომბერს 14 საათზე მიყვანილი მოქალაქე პატრულის თანამშრომლებს

შუაღამემდე ტყვეობაში ჰყავდათ. საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე,, ადვოკატთან ერთად, შემოწმების მიზნით მიყვანილი მოქალაქე ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მომენტის დადგომას კვლავ უშედეგოდ ელოდებოდა. 

15:51 / 09.10.2014
პოლიციის ვერსიით მოხუცი კიბეზე დაგორდა, მეზობლების თქმით კი მეუღლემ მოკლა

დღეს, 6 ოქტომბერს,  კასპში აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები 73 წლის მედიკო ზაქარაშვილი ოჯახის ახლობლებმა საცხოვრებელი ბინის ეზოში  გარდაცვლილი ნახეს.

01:29 / 07.10.2014
,,ყველაფერი ონოფრიშვილს ბრალდება, პროკურატურას გადაეცით"

სოფელ ლამისყანაში დავით გურამიშვილის სახელმუზეუმის წყაროსთან მიმდინარე სამუშაოების ვადის გაგრძელების

მოთხოვნას კასპის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა.  საკრებულოს წევრმა სოფელ კავთისხევის თემიდან რამაზ ხიზანიშვილმა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის საქმიანობის შესწავლა, ხოლო მასალების პროკურატურისთვის გადაცემა მოითხოვა.

00:16 / 07.10.2014
ინტერნეტი შიდა ქართლში

ქალაქ გორის მოსახლეობაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა უკვე 50%-ს აღწევს. სტატისტიკა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2014 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა.  ქალაქში, სადაც 49 516 მოქალაქე ცხოვრობს და ოჯახების რაოდენობა 14 067-ს

შეადგენს, 7 ათას 031 ინტერნეტ-მომხმარებელია რეგისტრირებული. . საშუალოდ ითვლება, რომ თითო ოჯახი თითო აბონენტია. ზემოხსენებული აბონენტები სილქნეტის, ნატექსის, ლომისი 2011-ს, კავკასუს ონლაინის, გლობალკომის და ეარლინკის ქსელის მომხმარებლებს წარმოადგნენ.

00:37 / 30.09.2014
გამგებელმა ქვემო ხანდაკელებს ვიდეოარქივი ამოუქექა

2014 წლის 26 სექტემბერს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი სოფელ

ქვემო ხანდაკში მცხოვრებ იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებმაც 23 სექტემბერს სოფლის ცენტრში შეკრება გამართეს. აღნიშნული შეკრების შესახებ ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

02:27 / 27.09.2014
ქარელში ვაშლის ტრანსპორტირებას ქარხნებამდე კომპანიები უზრუნველყოფს

ქარელის რაიონში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის პროცესის გასამარტივებლად, პროექტში ჩართული ხილის

გადამამუშავებელი კომპანიები  ვაშლის ტრანსპორტირებას ქარხნებამდე თავად განახორციელებს, საორგანიზაციო საკითხებს კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მოაგვარებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. იხ. ამავე თემაზე:

21:26 / 26.09.2014
დირექტორის ორი ჯილდო პედაგოგს - ,,მადლობა წარმატებისთვის" და ,,ბრძანება გათავისუფლებაზე"

გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგს შორის არსებული 2 წლიანი დავა უზენაესმა სასამართლომ დირექტორის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მაია

ფალელაშვილს უზეაესი სასამართლოდან აცნობეს, რომ საჯარო სკოლის დირექტორის ნება, ხელშეკრულების გაგრძელება/არგაგრძელების შესახებ, ხელშეუხებელია. პედაგოგსა და დირექტორს შორის დავა, სწორედ, ხელშეკრულების არგაგრძელებას ეხება.

01:03 / 26.09.2014
მსაჯების დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ, 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ, 1972 წელს დაბადებული მამუკა უ, 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ, ასევე, პირველი კატეგორიის არბიტრები – 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე

გ, 1984 წელს დაბადებული ზვიად ა, ეროვნული კატეგორიის ასისტენტი – 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და „ფიფა“-ს არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ. დააკავეს.

22:04 / 24.09.2014
,,დაზღვეულ ფერმერს ევროპაში სეტყვა უხარია" - რჩევა ქარელში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ზაზა ბარბაქაძემ, 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებულ აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს ორიგინალურად ესაუბრა. ამ პროგრამის

აუცილებლობის და ეფექტიანობის დასადასტურებლად ევროპელი ფერმერების მაგალითი მოიყვანა, კერძოდ, ევროპაში სეტყვის მოსვლა და მოსავლის განადგურება, მისი თქმით, ვაშლის მომყვანს ძალიან უხარია.

19:22 / 24.09.2014
ვიდეორეპორტაჟი
გიდების საერთაშორისო დღეს, ქართველმა გიდებმა საქართველოს დამახინჯებული რუკების გავრცელებასთან დაკავშირებით, უფასო ტური მოაწყეს.
,,მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქის შესახებ ცოდნის შესამოწმებლად ტესტები წერეს. ფინალურ ტურში 20 საუკეთესო გადავიდა."

ბავშვებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტი და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალა - ბუნებრივი მოვლენები უკეთ შეისწავლეს

,,მამაჩემი ძალიან ჯიუტი კაცი იყო. სანამ არ დაოჯახდები, ბაკურიანიდან ფეხს ვერ გაადგამო, მართლაც ასე მოხდა“
გასული თვის პოპულარული სიახლეები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

ცნობილი სპორტსმენები სანტას ფორმით გორის სკოლებს ესტუმრნენ
იცნეს თუ არა მოსწავლეებმა და საკუთარმა მასწავლებლებმა სანტები, ამის შესახებ qartli.g ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.