სტატიები
ჩინურ კომპანიას 120 ლიტრი დიზელის საწვავი მოპარეს

2014 წლის 22 სექტემბერს, კომპანია ,,ჩაინა ნუქლეარ ინდასთრი 23 ქონსთრაქშენ"

( China Nuclear Industry 23 Construction)-იდან დაკარგულ 120 ლიტრი დიზელის საწვავის ქურდობის ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ვანიკო ვ-შვილი დააკავეს. ეჭვმიტანილი კომპანიაში დარაჯად მუშაობდა. 23 სექტემბერს სასამართლომ გირაო, 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

23:00 / 23.09.2014
დაცარიელებული ,,დია", მიუღებელი პირობები და გამოცხადებული ვაკანსია

,,ეს იყო მძიმე თათბირი, შეურაცხყოფა, ყვირილი. მძიმე შედეგით რომ არ დამთავრდა ის, ჩვენი მოთმინების შედეგია" - შიდა ქართლის რეგიონალური ტელევიზიის

,,დიას" 11-მა ჟურნალისტმა ამ თათბირის შემდეგ, 2014 წლის 20 სექტემბერს, ტელევიზიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ჟურნალისტებმა დამქირავებლის ყველა ბრძანების შესრულების ვალდებულება თავიდან აიცილეს. კონტრაქტორის შემოთავაზებული ხელშეკრულების ნიმუში გაასაჯაროვეს.

23:45 / 22.09.2014
გორის რაიონში პოლიციელი დაჭრეს

გორის რაიონის სოფელ ბოშურში პოლიციის თანამშრომელი, გორის შს სამმართველოს მეჯვრისხევის განყოფილების დეტექტივი დაჭრეს. ეჭვმიტანილი ლ.ყველაშვილი დაკავებულია. ფაქტი გასულ კვირას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს არ აკეთებს.

17:45 / 22.09.2014
,,თინიკო ვინ არის?!" - ვინ ქმნის პრობლემას

თინათინ გეჯაძემ, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტია,  კავთისხევის წარმომადგენელი და მისი სპეციალისტი არაფექტურ მუშაობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თინა გეჯაძემ სოფლის სპეციალისტს თათბირზე ღიად უსაყვედურა. მომდევნო სხდომაზე კი, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გაიმართა, კავთისხევის წარმომადგენელმა მიხეილ

კელაპტრიშვილმა აქეთ თინა გეჯაძე, პრობლემის გადაწყვეტის გზების მოძიების ხელშეშლის შესახებ, ამხილა.  ,,ვერ გავიგე, თქვენთვის თინა ვინ არის? ალფა და ომეგა?" - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

23:35 / 18.09.2014
უბედური შემთხვევა გორში - გოგონა გარდაცვლილი ნახეს

2014 წლის 18 სექტემბერს გორში 21 წლის გოგონა ნ.ბ. ბინაში გარდაცვლილი ნახეს. პირველადი დათვალიერებით მას თავი აქვს ჩამომხვრჩალი. უბედური შემთხვევა კომბინატის დასახლებაში მოხდა.

21:27 / 18.09.2014
დოესში მომხდარ მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

2014 წლის 28 მარტს კასპის რაიონის სოფელ დოესში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულის, 25 წლის ვ.წ-ის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიცი

მსაჯულები განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება, ბრალდებულის მხარის მოთხოვნით, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა მიიღო. ბრალდებული მკვლელობის ნაწილში თავს უდანაშაულოდ სცნობს. ,,იმ იარაღიდან მე არ გამისვრია" - განაცხადა ბრალდებულმა.

19:02 / 17.09.2014
რესურს-ცენტრის შუამდგომლობის ძალა - ცრემლიანი სასწავლო წელი ხიდისთავის სკოლაში

ხიდისთავის საჯარო სკოლიდან 8 სექტემბერს გათავისუფლებულ პედაგოგებს თუ უნდოდათ სამსახურში

აღდგენა, სკოლის დირექტორისთვის, 2014 წლის 12 სექტემბრის საღამოს 8 საათამდე, ბოდიში უნდა მოეხადათ. ეს ,,ბოდიში" რესურსცენტრის უფროსის სახელზე გაკეთებულ განცხადებაში უნდა ასახულიყო, ხოლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პედაგოგებს სამსახურში აღსადგენად სკოლის დირექტორთან შაუმდგომლობას გაუწევდა. 

21:50 / 15.09.2014
ბრძოლა დედის ღირსების დასაცავად ანუ რა მოხდა გორის ცენტრში

22 წლის გიგა ზარხოზაშვილს, რომელსაც 2014 წლის 10 სექტემბერს ათობით პოლიციელი უშედეგოდ ,,ერკინებოდა", გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შალვა კაკაურიძემ წინასწარი პატიმრობა დღეს 12 სექტემბერს მიუსაჯა. ბრალდებულის დედა და კაკაურიძე ჯორბენაძის ქუჩაზე პირისპირ შეხვდნენ და ერთმანეთს სათქმელი უთხრეს. 353-ე მუხლის პირველი

ნაწილი კი, რომელიც ზარხოზაშვილს წაუყენეს, მძიმე, მხოლოდ, პოლიციელებთან ,,ბრძოლაში" გამარჯვებული ზარხოზაშვილისთვის აღმოჩნდა. სხვა შემთხვევაში ,,ნაკლებად მძიმე დანაშაულის" კატეგორიაში მყოფი აღნიშნული მუხლი ,,გირაოთი" მთავრდება ხოლმე.

03:09 / 13.09.2014
ბიუჯეტით დაქირავებული იურისტ-კონსულტანტი ,,აღმასრულებელ პრივილეგიაში"

გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, უკვე ორი თვეა, მიღებულ და დამტკიცებულ გადაწყვეტილებებს კორექტირებას უკეთებენ. მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი დებულება ისე დაამტკიცეს, რომ მასში სამსახურის ფუნქციის მუხლი მთლიანად ამოვარდნილი იყო. კასპის და გორის მუნიციპალიტეტებში ამ დრომდე ვერ გაუბედიათ ,,500

ლარიანი ხარჯების შესახებ" დადგენილების გატანა დასამტკიცებლად. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ 11 სექტებრის ბიუროს სხდომაზე კი ,,იურისტების" მიერ მომზადებული პროექტი მეორედ ამოიღეს დღის წესრიგიდან.

02:47 / 12.09.2014
ხიდისთავის სკოლა ფეხზე დგას

2014 წლის 10 სექტემბრიდან გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში,

დირექტორის გადაწყვეტილებით, 4 სერთიფიცირებული პედაგოგი ვეღარ იმუშავებს. ბესარიონ ცერცვაძე, რომელიც სკოლას 2007 წლიდან, ლოტოტრონში გამარჯვების შედეგად, ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ თავიდან საბოტაჟი აიცილა.

02:10 / 11.09.2014
ვიდეორეპორტაჟი
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა

,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა ფილმებს უყუროს

,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", ,,კოტე.... სსრკ ნოსტალგია" და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სამეფო ქუჩაზე ახალგაზრდები მივიდნენ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება.
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
,,გორი, უკვე, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი გახდა. მხოლოდ ამ ორ ქალაქს ვერ ვჯობნით,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.