სტატიები
პროფესიით პედაგოგი - ,,რატომ ვთქვი პრაგლატკა და პოლდუიმა"

გიორგი დარბიაშვილი, ამჟამად, კასპის საკრებულოს წევრია სოფელ ახალქალაქის თემიდან. ის ინტერნეტ-სივრცეში პოპულარული მას შემდეგ გახდა, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე  Qartli.gE, 2014 წლის 6 ივნისს, სოფელში ჩატარებული წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი სიუჟეტი: ,,გაკეთდება ,,პრაგლატკა", პოლდუიმა" ,,ტრიჩატვერტი" - დაიდო. 2014 წლის 15 ივნისის

თვითმმართველობის არჩევნებზე, გიორგი დარბიაშვილის თქმით, საკუთარი თემიდან, სადაც 8 სოფელია გაერთიანებული, როგორც მაჟორიტარმა კანდიდატმა კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან" არჩევნებში, ხმების 82% მიიღო.

01:49 / 10.09.2014
ჩემპიონატი სოფლის წარმომადგენლებს შორის და გამარჯვებული ,,კაპიტანი"

2014 წლის 7-8 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს და მათ

მიერ დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატი ჩატარდა. გამარჯვებული სოფელ ბრეთის ადმინისტრაცია გახდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა მშობლიური თემის წარმომადგენელს გამარჯვება თათბირზე მიულოცა.

00:37 / 10.09.2014
,,რად მინდოდა, თვითონ დედაჩემი ჰყიდის ახალ შარვლებს" - პატიმრობა 20 ლარის ტანსაცმლის ქურდობის გამო

კასპში მცხოვრები თეიმურაზ ნორუზ ოღლი 20  ლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმლის ქურდობის ფაქტზე წინასწარ პატიმრობაში 2014 წლის 23 ივნისიდან იმყოფება. პროცესზე

საკუთარ თავს ადვოკატის გარეშე იცავს. დაკავებამდე თურქეთიდან 3 დღის ჩამოსული იყო, ხოლო წინა დღეს მდინარე ლეხურას ხიდზე მიმავალს პოლიციის პიკაპით გადაუდგნენ და უთხრეს: ,,ჩამოხვედი? რა გინდა კასპში?".

 

 

01:09 / 09.09.2014
,,თავხედი" - კოალიციის წევრები საკრებულოს სხდომაზე

2014 წლის 5 სექტემბერს ქარელის საკრებულოს სხდომაზე კოალიციის წევრებს შორის კამათი სკამების ნაკლებობამ გამოიწვია. ამის გამო პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ნათია გოჩაშვილმა ,,თავხედის" ტიტულიც მიიღო. სკამების ნაკლებობის შესახებ პრეტენზია ნათია

გოჩაშვილმა იმ დროს გამოთქვა, როდესაც დარბაზში შესული ილია ბურჯანაძე (ნაციონალური მოძრაობის წევრი) დასაჯდომ ადგილს ეძებდა. გოჩაშვილის პრეტენზიას დაპირისპირების ,,მიზეზმა" ილია ბურჯანაძემ კი ასე უპასუხა: ,,მაგის დროა ეხლაო?!"

21:41 / 08.09.2014
,,პერსპექტიულის" ნაცვლად ,,წარმატებული" სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოვების პროგრამა

გორის მერიის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით 2014 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე

წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები ფულადი სახსრებით და ჯილდოებით დაჯილდოვდებიან. მანამდე, ქალაქისა და რაიონის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის არსებობის პირობებში, პროგრამა პერსპექტიული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების დახმარებას გულისხმობდა. 

16:55 / 08.09.2014
დაბარებული გამგებელი საკრებულოში გამოცხადდა, მაგრამ...

2014 წლის 5 სექტემბერს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკრებულოს სხდომაზე, დაბარებულის სტატუსით, გამოცხადდა. მისი მისვლა, 2014 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე, საკრებულოს

წევრებმა ხათუნა თათანაშვილმა (,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელი) და დამოუკიდებელმა წევრმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა მოითხოვეს. დაბარებულ გამგებელს შეხვედრაზე მთავარი კითხვის დამსმელები არ ,,დახვდა". საკითხი რაიონის სოფლებში სასმელი წყლის მასიურად შეწყვეტის თემას შეეხებოდა.

02:22 / 07.09.2014
რეიდები მარიხუანას წინააღმდეგ - ჯარიმები ადგილობრივ ბიუჯეტში

გორის სასამართლოს კანცელარიის თაროზე ასობით ფურცელი აწყვია, რომელიც ჯარიმის ქვითრების შაბლონებს წარმოადგენს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის შემდეგ ბანკში ჯარიმებს იხდიან. შემდეგ ბანკის ამონაწერი სასამართლოში მიაქვთ, კანცელარიის თაროზე დაწყობილ შაბლონებს ავსებენ და ქვითართან ერთად კანცელარიაში აბარებენ. დღის

განმავლობაში გორის და კასპის პოლიციელებს მინიმუმ 15 პირი მიჰყავთ. მარტო კასპის პოლიციელებმა 3 სექტემბერს 7 დაკავებული მიიყვანეს გორის სასამართლოში. საუბარი ეხება მარიხუანის მოხმარებაზე დაკავებულ საქმეებს მხოლოდ.

00:08 / 05.09.2014
პოლიციის სამმართველოს დეტექტივი შერმადინ კაპანაძე: ,,შენი დედა მ......! ნუ მაგინებ!"

დღევანდელ, 2014 წლის 3 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე ბრალმდებლები და ბრალდებულები ერთმანეთს აგინებდნენ.

23:03 / 03.09.2014
გამგეობის ,,მასშტაბური" მარცხი საკრებულოში

,,რატომ უნდა ჰქონდეს საკრებულოს წევრებზე მეტი ლიმიტი გამგეობას? ისინი რა ჩვენზე მეტს მუშაობენ?!" - ეს იყო მთავარი მოტივი იმ განკარგულების

ჩაგდებისა, რომელიც გორის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე წარადგინა. 20-მა დეპუტატმა (მათ შორის, კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრებმა), ხუთის წინააღმდეგ, გამგეობის შეთავაზებულ ვარიანტს დამტკიცების შანსი არ დაუტოვეს.

19:13 / 03.09.2014
სახალისო ფეხბურთი შიდა ქართლში

2014 წლის 1 სექტემბრიდან 5 სექტემბრამდე, გორში,  ,,ღია სკოლების სახალისო

ფეხბურთი“ ტარდება. აღნიშნულ ტურნირს, რომელიც რამდენიმე წელია, რაც შიდა ქართლში წარმატებით მიმდინარეობს, ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები თბილისიდან, ჰოლანდიიდან და დანიიდან.

00:15 / 03.09.2014
ვიდეორეპორტაჟი
,,გვითხრეს, რომ გორში შეხვედრა იმართებოდა ამერიკელებთან. იმ ხალხთან, ვისაც ჩვენი პროექტები უნდა დაეფინანსებინა.
საბედნიეროდ, ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამას ცუდად იყენებს. ამან არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის დაჩაგვრა,
ტონი მემელი წამყვანი გიტარისტია, ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი.
მასში მონაწილეობას გორის და გორის რაიონის 24 საჯარო სკოლა იღებდა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,რიტუალების სახლის თანხა ,,პრარაბმა" კაზინოში წააგო" - ჩობალაურში მუშები ხელფასს ითხოვენ
სოფელ ჩობალაურს წელს ნაცვლად 5 ათასი ლარისა, 10 000 ლარი შეხვდა. სოფლის კრება შედგა, თუმცა, მოსახლეობა ამ შეხვედრას კრებას
,,ატოს" და ,,იურჩიკას" ამბავი ატოცში
p.s რეპორტაჟის მომზადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ,,იურჩიკა" რუსმა სამხედროებმა კვლავ დაიჭირეს. ,,ძალა ერთობაშიას"
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.