სტატიები
ახალი საჭიდაო კავთისხევში და სპეციალური ტურნირი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში ახალი, ღია საჭიდაო არენა გაიხსნა. საჭიდაო არენას კავთისხეველი მოჭიდავის, აწ განსვენებული სამბისტის და ცნობილი ფალავანის ვალერიან (ვალიკო) იაშვილის სახელი ეწოდა.

22:15 / 02.09.2014
ხაშურის მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობაში ბრალდებული გამართლდა

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატის, იოსებ გაბარაევის ძალისხმევით, გიორგი მ., რომელსაც ბრალი ედებოდა ყაჩაღობასა და ნასამართლები პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.

20:10 / 02.09.2014
,,პედაგოგს უფლება აქვს ბავშვს უკბინოს" - ქალაქის საკრებულოს კურიოზული დადგენილება

,,რაკი არ წერია, რომ კბენა არ შეიძლება, ე.ი. პედაგოგს შეუძლია ბავშვს უკბინოს" - გორის საკრებულოს წევრმა, მწერალმა ვანო ჩხიკვაძემ ქალაქის საკრებულოს ადმინისტრაციის მიერ მომზადებული და სხდომაზე დამტკიცებული დადგენილება, საბავშვო ბაღებში პედაგოგის ქცევის წესებთან დაკავშირებით, გააკრიტიკა. გარდამავალი დებულება ასეა დასათაურებული: ,,სკოლამდელი

აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების და სამუშაო რეჟიმის დამტკიცების შესახებ". დებულებაში ჩამოთვლილია, თუ რა არ უნდა გააკეთოს აღმზრდელმა საბავშვო ბაღში.

22:27 / 01.09.2014
,,19 თანამშრომელი ერთ ბიბლიოთეკაში" - ,,აიპიების" თემა საკრებულოს სხდომაზე

,,გამაგებინეთ, რას აკეთებს 19 თანამშრომელი ერთ ბიბლიოთეკაში?!" - არასამეწარმეო იურიდიულ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის საკითხმა კასპის საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია.

01:49 / 30.08.2014
,,ხალხს ქართული ოცნება შეაჯავრეთ" - აღშფოთებული საკრებულო გამგეობას დაუპირისპირდა

კასპის რაიონის სოფლებში: ჩობალაური, ნიგოზა, რენე, წინარეხი, სამთავისი, გომი, დოესი და ა.შ. დასახლებებში შექმნილი საზაფხულო წყლის კრიზისი საკრებულოსა და გამგეობას

შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.  კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრები საკრებულოში გამგებელს იბარებენ. ფრაქცია ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ ხათუნა თათანაშვილმა გამგეობის და კომპანიების წარმომადგენლები საბოტაჟში დაადანაშაულა.

23:55 / 28.08.2014
,,მოურავი ხართ ბატონო მერო" - რიგითი, უმცროსი და უფროსი სპეციალისტების არმია

ქალაქ გორის საკრებულოს დღევანდელ 26 აგვისტოს სხდომაზე საშტატო ნუსხა დაამტკიცეს. სხდომის წევრებს შორის აზრთა სხვადასვაობა სპეციალისტების სიმრავლემ გამოიწვია. ნუსხაში მთავარი, წამყვანი, უფროსი, უმცროსი და დამხმარე სპეციალისტების თანამდებობებია ჩამოთვლილი.

03:29 / 27.08.2014
,,წყალი რომ არ მაქვს, მიხულანთ ნოდარასგან უნდა ვიგებდე?!" - განრისხებული გამგებელი

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის თათბირზე ის ამბები განიხილეს, რომელიც Qartli.gE-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სერიულ რეპორტაჟებში გაჟღერდა. თანამდებობის პირებს რეპორტაჟის გმირების სახელი და

გვარებიც კი ზეპირად ახსოვთ. მაგალითად, სოფელ გომის წარმომადგენელმა საყვედური იმის გამო დაიმსახურა, რომ რაიონის გამგებელმა წყლის პრობლემის ამბავი ამავე სოფელში მცხოვრები ნოდარ მჭედლიშვილის (მიხულანთ ნოდარის) ვიდეო-საუბრით გაიგო.

00:17 / 26.08.2014
,,საკრებულოს წევრი ფეხით ვერ ივლის" - დამატებითი 500 ლარის ბედი წყდება

გორის რაიონის საკრებულოს კომისიების გაფართოებულ სხდომაზე 500 ლარიანი ხარჯების თემამ ხმაურის გარეშე ვერ ჩაიარა. საკრებულოს წევრების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ იურიდიული სამსახურის მიერ მომზადებული პროექტი დაიწუნა. თუკი ერთ ნაწილს, 500 ლარიანი ხარჯების შესახებ, დამადასტურებელი და შესადგენი აქტების შინაარსი არ მოეწონა, მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ფრაქციების და კომისიების ანაზღაურებადი ხელმძღვანელები ხარჯების მიღების შანსის

დაკარგვამ გააღიზიანა. საკრებულოს თავმჯდომარის კოტე თავზარაშვილის მხარდაჭერით შედგენილ პროექტის მიხედვით,  სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო 500 ლარს ანაზღაურებადი დეპუტატები არ უნდა იღებენ. 

02:56 / 21.08.2014
რატომ იჭრიან კასპელი წვევამდელები ვენებს

,,როგორც კი გაიგებენ ახალგაზრდები, რომ ქსნის კოლონიაში უნდა წაიყვანონ, თავს არიდებენ მსახურებას. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ვენები გადაიჭრა. უნდოდა წასვლა ჯარში და მოვალეობის შესრულება, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ქსანში გაანაწილეს, გავიდა გარეთ და ვენები გადაისერა. სხვებიც მასიურად არიდებენ თავს." - აცხადებს

კასპის გამგეობის სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსი თემურ შაქარაშვილი. საქმე ეხება 2014 წლის საშემოდგომო გაწვევას, რომლის მოთხოვნა გამგეობას უკვე მიუვიდა.

18:05 / 19.08.2014
წყალი ცისტერნებით და წყლის გარეშე დარჩენილები

კასპის რაიონის სოფელ ჩობალაურში, რომელიც ცენტრალური საგზაო მაგისტრალის სიახლოვეს მდებარეობს, სასმელი წყალი ცისტერნებით მიაქვთ. დაახლოებით 5 ტონა წყალი ყველას არ ჰყოფნის. მომსახურებას კასპის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებენ.

17:22 / 18.08.2014
ვიდეორეპორტაჟი
,,თანხა სოფლის რწმუნებულმაც დადო. მას შემდეგ, რაც მამამისის სახლამდე მილი მიიყვანეს, რწმუნებულმა

,,ჟურნალები უყვარს სადაც ნახატებია. კომპიუტერი უნდა, რათა ფილმებს უყუროს

,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", ,,კოტე.... სსრკ ნოსტალგია" და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სამეფო ქუჩაზე ახალგაზრდები მივიდნენ.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება.
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
,,გორი, უკვე, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი გახდა. მხოლოდ ამ ორ ქალაქს ვერ ვჯობნით,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.