ახალი ამბები
აგვისტოს ომის შესახებ სკოლებში გაკვეთილებს ჩაატარებენ
2019 წლის იანვრიდან, სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება დაიწყება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განათლების სამინისტოდან აცნობეს.

პროცესი საპილოტე რეჟიმში წარიმართება. აგვისტოს ომის ისტორიის გაკვეთილები ახალი საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში ჩატარდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ამ საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის გადაწყდა.

მათივე განმარტებით, საგნის სწავლება რამდენიმე სკოლაში, საპილოტე რეჟიმში, მე-10 კლასელებისთვის დაიწყება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი საგნის სწავლებისთვის 20-მდე პედაგოგი გადაამზადა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები