ვიდეორეპორტაჟი
თელიანელებს სახლიდან გარეთ გასვლა ტანჯვად ექცათ


თელიანის დევნილთა დასახლებაში წვიმის დროს გზაზე გავლა ჭირს. ტალახის დროს, გარეთ გასვლა თითქმის ყველას ეზარება.

ხოლო მოზარდები და ბავშვები სიარულის დროს სრიალებენ. თეონა კეკოშვილი ამბობს, რომ ორი წლის წინ საქართველოს მთავრობის დახმარებით დასახლებაში აბანოები და კანალიზაციის სისტემა მოეწყო.

,,მშენებლობის შემდეგ მიწას უბრალოდ ტრაქტორი გადაატარეს და ასე დატოვეს" - ამბობს თეონა კეკოშვილი.

ვიტალი კაცელაშვილის თქმით, სადრენაჟო სისტემის მოწესრიგებაც ბოლომდე არ მიიყვანეს:

,,დრენაჟებიც კი გააკეთეს, მაგრამ ამოვსებულია. გზის აქეთაც და იქეთ მხარეს. " - გვითხრა ვიტალი კაცელაშვილმა.

მერაბ ჩიბჩიური ფიქრობს, რომ ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები ამ გზაზე არ გაივლიან, მანამდე ვერ მიხვდებიან, რომ გზა გასაკეთებლია:

,,ჩავალთ კასპში, გამოგვისტუმრებენ კარგი სიტყვებით, მაგრამ დავბრუნდებით და ველოდებით ვინმეს გამოჩენას" - ამბობს მერაბ ჩიბჩიური.


Print

სტატიის გამოყენების პირობები