ახალი ამბები
წვიმის წყალზე დამოკიდებული სოფელი
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ატოცში წვიმის წყალს იყენებენ.

მარინა გოგიჩაშვილი წვიმის დროს რკინის ავზში წყალს აგროვებს. ჭურჭელს წყაროს სუფთა წყლით მხოლოდ სტუმრის მიღების შემთხვევაში რეცხავს.

სოფელში 4 წელია სასმელი წყლის რეზერვუარის საქაჩია დაზინებული. ამიტომ მოსახლეობას სოფლის მოშორებით წყაროზე წასვლა უწევს.

წყაროდან წყალი ზაალ გოგიჩაშვილს ცხენით მოაქვს და მეზობლებს 10-10 ლიტრს უნაწილებს. ამჟამად, ცხენი ავადაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები