ახალი ამბები
სუხიშვილების კონცერტი გორში
2016 წლის 18 სექტემბერს ლეგენდარული ანსამბლის ,,სუხიშვილების" მოცეკვავეებმა გორის ცენტრში კონცერტი გამართეს.

ჯგუფის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი გორელებს დაპირდა, რომ მოცეკვავეები მათ დაუვიწყარ საღამოს აჩუქებდნენ.

მისთვის საამაყო იყო ის ფაქტი, რომ კონცერტი სოფელ მეჯვრისხევთან ახლოს იმართებოდა.

ამ ანსამბლის დაარსების იდეა სწორედ მეჯვრისხევში დაიბადა. ანსამბლის დამაარსებელი დიდი ილიკო სუხიშვილი წარმოშობით სოფელ მეჯვრისხევიდან იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები