ახალი ამბები
ორი წლის წინ შეკეთებულ კოტეჯში თამადა ყანწიანად იატაკში ჩავარდა
დევნილთა კოტეჯებში ორი წლის შეკეთებული იატაკები აიყარა.

სულხან კასრაძის შვილის ოჯახში ახალმოსახლის (ე.წ. ნოვოსელია) წვეულებას აღნიშნავდნენ. სადღეგრძელოს თქმის დროს იატაკი ჩაინგრა და თამადა ყანწთან ერთად გადავარდა.

ამის შესახებ მეტეხის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები სულხან კასრაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

,,ჩემმა შვილმა გორში გაყიდა კოტეჯი და აქ იყიდა. შევედით, გავიმართეთ, უნდა დამელოცა და ყანწიანად გადავვარდი" - ამბობს სულხან კასრაძე.

მისი შვილის კოტეჯის იატაკი შეაკეთეს, მაგრამ სხვა ოჯახებში რემონტი ამ დრომდე არ ჩატარებულა. იმ სამშენებლო კომპანიას, რომელმაც ორი წლის წინ იატაკზე ,,ლამინატი" დააგო, ერთწლიანი საგარანტიო ვადა გაუვიდა.

ზაურ ბაბუციძის თქმით, მაინც და მაინც, ხალხი სტუმრებიანად უნდა ჩაცვივდნენ იატაკში, რომ შეაკეთონ.

ანალოგიური მდგომარეობაა ელისაბედ ნებიერიძის კოტეჯშიც. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები