გორის ოლქთან გაერთიანებული სოფელ ტინისხიდის ამომრჩევლები კანდიდატების შესახებ
20:18 / 23.09.2016
ქალაქ გორის მაჟორიტარულ ოლქთან მიბმულ სოფელ ტინისხიდის საარჩევნო
უბნის ამომრჩეველთა ნაწილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების
შესახებ არაფერი იცის.
ამის შესახებ ის ტინისხიდელები საუბრობენ, რომლებმაც ინტერვიუ შიდა
ქართლის საინფორმაციო ცენტრს მისცეს.
სოფელი ტინისხიდი გორიდან 3-5 კმ მანძილზე მდებარეობს. ერთერთი
რესპონდენტი კი იმ კანდიდატს ასახელებს, რომელიც ქალაქის მაჟორიტარულ
არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს.
ავტობუსის გაჩერებაზე კი, სადაც ძირითადად ,,ქართული ოცნების"
კანდიდატის პლაკატებია გაკრული, ვერც ერთმა მათგანმა კონკრეტული
კანდიდატის გვარი და სახელი ვერ დაასახელა.
სტატიის გამოყენების პირობები