ახალი ამბები
რეპორტაჟის შემდეგ დევნილთა დასახლებაში ბავშვებს ავტობუსი დაუნიშნეს
მეტეხის დევნილთა დასახლებაში, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული რეპორტაჟების შემდეგ, სკოლის ბავშვებისთვის ავტობუსი დანიშნეს, ხოლო საკანალიზაციო სისტემა სოფლის გამგებელმა საკუთარი სახსრებით გაწმინდა.

ამის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მორიგი სტუმრობისას განუცხადეს.

მათი თქმით, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მასალები ბევრმა ნახა, ხოლო, იმის გამო, რომ დასახლებაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მცირეა, გვთხოვეს, ,,სხვაგან" გახმაურებული სიუჟეტები გვენახვებინა. 

აღნიშნული დასახლებიდან ერთი თვის წინ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რეპორტაჟები საკანალიზაციო სისტემი მოუწესრიგებლობაზე, ბავშვებისთვის სკოლის ავტობუსი დანიშვნაზე და გასართობი მოედნის მოწყობაზე მოამზადეს. 

რეპორტაჟის შემდეგ მეტეხის რწმუნებულის სოსო მარღიშვილის ინიციატივით, მანქანით 11 გზა ფეკალური მასა გაიტანეს, ხოლო სასკოლო ავტობუსი დილის რეისი დანიშნეს. დასახლებიდან სოფელ მეტეხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა ასაკის 25 მოსწავლე დადის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები