ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში მაღალი აქტივობაა
დილის საათებში სადგურის დასახლებაში მაღალი აქტივობაა.

10 საათისთვის, დამკვირვებლების მონაცემებით, საშუალოდ უკვცე 100 ამომრჩეველი მივიდა.

ნაწილი ამომრჩევლების თავიანთ რიგს უბნის შესასვლელში ელოდებიან.

უბანზე ეგზიტპოლებიც ტარდება. მისი წარმომადგენლის ცნობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისი მონაცემებით, უბანზე 94 ამომრჩეველი იყო მისული.

,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებს კი, ანალოგიურ პერიოდში 125 ამომრჩეველი ჰყავდათ დაფიქსირებული.

ნაზი სტეფანიშვილის თქმით, ცდიმილებები იქნება, რადგან შესაძლოა ვინმე უკან გააბრუნეს პირადობის არქონის გამო,

,,ქართული პარტიის" წარმომადგენლის ხათუნა ესიაშვილის თქმით, უბნის გარეთ ,,ქართული ოცნების" კოორდინატორები აგიტაციას ეწევიან, რასაც ბრალდების ადრესატები კატეგორიულად უარყოფენ.




Print

სტატიის გამოყენების პირობები