ახალი ამბები
ზეიმი ,,ქართული ოცნების" გორის ოფისში
ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე ,,ქართული ოცნების" გორის ოფისში ზეიმი გამართეს.

ამის ამსახველი ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და სხვა წარმომადგენლებმა შამპანური გახსნეს.  საკუთარი პარტიის და პირადი გამარჯვების აღმნიშვნელი სადღეგრძელო გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმაც დალია.

ეგზიტპოლები ჯერ არ იყო გამოქვეყნებული, როდესაც შტაბის წევრმა დავით წევრმა კოორდინატორებს დაურეკა: ,,ბიჯო, ყველა უბანზე ვიმარჯვებთ, დროზე მოიტანეთ"

კომპანია ,,გორბის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გორის 41-ე ოლქში სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

ინფორმაციას ტელეკომპანია ,,იმედი" ავრცელებს.

”ქართული ოცნების” კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩეველთა - 39,8%-ის მხარდაჭერა მიიღო,

ირაკლი ოქრუაშვილმა - 16,1 %-ის,

”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ - 14,4 %,

ხოლო ”თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა ირაკლი ალასანია 13, 7%.

TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის - დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები