ახალი ამბები
უფლისციხეში პირველ ტურისტულ ბაზრობას პოლონეთის დელეგაცია დაესწრო
ისტორიულ ქალაქ უფლისციხეში პირველი ტურისტული ბაზრობა მოეწყო.

ღონისძიების ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ.

ცენტრის დირექტორის მოადგილის თამაზ მაყაშვილის განცხადებით, ბაზრობის გამართვის იდეა მათ ხელმძღვანელს, რობერტ მაღლაკელიძეს ეკუთვნის.

რობერტ მაღლაკელიძემ ბაზრობაზე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც მიიწვია.

გარდა ამისა, სტუმრებს შორის პოლონეთის სახელმწიფოს დელეგაციაც იმყოფებოდა. 6 გუბერნატორს და რამდენიმე ქალაქის მერს უფლისციხეში ექსკურსიამძღოლობას გიგუცა თათრიშვილი (სტალბერა) უწევდა. სტუმრებმა მის მიმართ მადლიერება გამოხატეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები