ახალი ამბები
ქალაქ გორში ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერად უბნებზე 1600-მდე ამომრჩეველი მივიდა
ქალაქ გორში გამართულ მეორე ტურის არჩევნებზე ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერად 1600-მდე ამომრჩეველი მივიდა.

ამის შესახებ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალური ოქმების მიხედვით გახდა ცნობილი.

41 საარჩევნო უბნიდან 40 უბანზე დათვლილი შედეგების მიხედვით, მეორე ტურში ,,ქართული ოცნების' მაჟორიტარ კანდიდატს იოსებ მაკრახიძეს ხმა 8 792-მა გორელმა მისცა ხმა.

მეორე ტურში ერთმანეთს იოსებ მაკრახიძე და ,,თავისუფალი დემოკრატების' ლიდერი ფორმალურად ებრძოდნენ.

ირაკლი ალასანიამ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაზე უარი განაცხადა.

სულ ქალაქ გორში  არჩევნებში მონაწილეობა 11 008-მა მოქალაქემ მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლის (50 395) 21.84%-ია.

იოსებ მაკრახიძე - 8 792 ხმა (84,86%)
ირაკლი ალასანია - 1569 ხმა (15,14%)

Print

სტატიის გამოყენების პირობები