ახალი ამბები
რა ხდება შტაბებში - ,,ოცნება" ზეიმობს, ,,ნაციონალები" ვიდეოებს ამზადებენ
მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ,,ქართული ოცნების" გორის ოფისში გამარჯვებას ზეიმობდნენ.

მანამდე ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ქალაქში მანქანებით მსვლელობა მოაწყეს.

,,ნაციონალური მოძრაობის" შტაბთან წუთით შეჩერდნენ და სიგნალებით  დამარცხება ,,მიულოცეს".  

,,ნაციონალების" შტაბში ამ დროს იმ ვიდეოებს ათვალიერებდნენ, რომლებიც მთელის დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე გადაიღეს.

ბადრი ბასიშვილის თქმით, ბევრ დარღვევასთან ერთად, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას და ფულის გადაცემას.

მან სოფელ კვარხეთის უბანზე გადაღებული კადრი გვაჩვენა. კადრში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ყუთში ბიულეტენს აგდებს, უბნის მდივანი მოქალაქეს შეკრულ მაჯას უწვდის.

,,ამ კადრებში ჩანს, რომ ფულის გადაცემა ხდებოდა" - აღნიშნავს ბადრი ბასიშვილი.

პარალელურად კი, ,,ქართული ოცნების" შტაბში გამარჯვებას ზეიმობდნენ და შტაბის წევრები ერთმანეთს ულოცავდნენ.

შტაბის წარმომადგენლის მიშა გოგინაშვილის თქმით, ვიდეოების გავრცელებით ,,ნაციონალური მოძრაობა" წარმატებით და მშვიდობიანად ჩატარებულ არჩევნებს ვერ დააკნინებს.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ქალაქ გორის შედეგები ასეთია:

იოსებ მაკრახიძე - 8 792 ხმა (84,86%)
ირაკლი ალასანია - 1569 ხმა (15,14%)

რაც შეეხება რაიონს, 52 უბნიდან დათვლილია 49 უბანი

თემურ ხუბულური - 13 063 ხმა (73, 38%)
ბადრი ბასიშვილი - 4 740 ხმა (26,62%)

Print

სტატიის გამოყენების პირობები