ახალი ამბები
ხვითელი მომავალი თაობისთვის ოსური ენა მივიწყებულია
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხვითში ბავშვებისთვის ოსური ენა მივიწყებულია.

ამის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს. 

სურათია ვანიშვილის თქმით, ოსური ენა უფროს თაობასაც ავიწყდება.

მოსწავლეები, რომლებიც საბაზისო ცოდნას მეზობელ სოფელ ლამისყანაში გადიან, ძირითადად, ქართულ ენაზე სწავლობენ.

ადგილობრივი მცხოვრების ნადია დუჩაევის თქმით, თითქმის ყველა ოჯახი ეთნიკური ოსებითაა წარმოდგენილი.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითს გარშემო თვაურები, ვაკე, ლამისყანა, ბოჟამი და ახმაჯი ესაზღვრება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები