ახალი ამბები
შავშვების მოსახლეობა სატელეფონო ანძისგან გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების მოსახლეობა სატელეფონო ანძის გადატანას ითხოვს.

ამის შესახებ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს განუცხადეს.

ეთერ თაგვიაშვილის თქმით ელექტრო მაგნიტური გამოსხივება დასაშვებ ნორმას აღემატება, რაც არა მარტო ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, არამედ შინაური ცხოველების ფიზიოლოგიურ მდგომარეობას ცვლის.

კერძოდ, სოფელში მცხოვრები ადამიანები სხვადასხვა დაავადებებს უჩივიან, ხოლო შინაურ ცხოველებში ანომალიური მოვლენები განვითარდა.

უფრო მეტიც, მარინა ქიქაშვილის თქმით, ანძის მიმდებარე ტერიტორიიდან ფუტკარი აიყარა.

შავშვების ტერიტორიულ თემში, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, მარინა თვაური აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობას პრეტენზიები საჯაროდ აქამდე არ გამოუთქვამს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები