ახალი ამბები
85 წლის სირენა თვაური სოფელ თვაურებიდან
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ თვაურებში 85 წლის სირენა თვაური ცხოვრობს.

ის ამ მხარის სოფლებში განთქმული მკერავის სახელით იყო ცნობილი.

ამჟამად, საკერავ მანქანას იშვიათად იყენებს, თუმცა, მას ძალიან უფრთხილდება. ადგილობრივი ქალები კაბების შესაკერად მასთან ხშირად დადიოდნენ.

სირენა თვაური ძმისშვილის ოჯახში ცხოვრობს. არასდროს დაოჯახებულა და საოჯახო საქმეებში ძმისშვილის მეუღლეს დღესაც აქტიურად ეხმარება.

ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ნასწავლი ოსური სიმღერები დღესაც ახსოვს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები