რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სამუსიკო სკოლის გახსნა გამგებლის უკმაყოფილებით დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებული სამუსიკო სკოლის გახსნის ცერემონიალი გამგებლის უკმაყოფილებით დაიწყო.

ამის ამსახველი ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

კამერის წინ, გამგებელი სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელს გია ხუბულურს საყვედურობდა, რომ საქმის სხვაზე გადაბრალება არ შეიძლება.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ,,ეს საქმე" დაუმთავრებელ გადახურვით სამუშაოებს ეხება.

,,რა ვქნა, ვუთხარი, მაგრამ მოხვეტა ყველაფერი და წაიღო" - უპასუხა სამუსიკო სკოლის დირექტორმა გამგებელს.

სამშენებლო კომპანიამ, როგორც აღმოჩნდა, ობიექტი მესაკუთრეს, მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე ჩააბარა. ამ შემთხვევაში, გამგეობის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსების პოზიცია უცნობია, რომლებიც ასევე მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერენ.

რაც შეეხება სამუსიკო სკოლას, ის ერთი წლის წინ დაიწვა. ხანძრის ამსახველი ვიდეოც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

დღეს გარემონტებული და გამაგრებული კედლები, ახალი სკამები, ოთახები, მაგიდები, კეთილმოწყობილი საკონცერტო დარბაზი დაათვალიერეს. გამგებლის თქმით, ეს ინფრასტრუქტურა ამ ზონის სოფლებისთვის საუკეთესო საშუალებაა ღონისძიებების ჩასატარებლად.

სკოლას კოტე მეღვინეთუხუცესის სახელწოდებას 10 წელია ატარებს. სოფელ ხიდისთავში დაბადებული კომპოზიტორი კოტე მეღვინეთხუცესი გია ხუბულურის რექტორი იყო კონსერვატორიაში. იგი საბჭოთა კავშირისა და ლავრენტი ბერიას შინსახკომის მინისტრობის დროს, საქართველოდან გაიქცა. კოტე მეღვინეთუხუცესს ლავრენტი ბერიასთან უთანხმოება მოუვიდა.

,,კონსერვატორიაში ლავრენტი ბერიას რომანი სტუდენტთან გაუბავს. ამ გოგოს რექტორთან დაუჩივლია. კოტე მეღვინეთუხუცესმა კი, პირდაპირი ხაზით სტალინს აცნობა. ეს არ აპატია ბერიამ და ბორჯომში დასვენების დროს მისი დაკავება სცადა, მაგრამ გაექცათ" - ამბობს სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი.

სკოლის პარალელურად, შენობის გვერდით, მემორიალური დაფა გაიხსნა. ამ დაფაზე ამოტვიფრულია, როგორც კოტე მეღვინეთუხუცესის, ასევე, პოეტ ნიკო სამადაშვილის სახელები. ,,ბინდისფერია სოფელის" ავტორის ნათესავები დღეს ხიდისთავში დაპატიჟეს.

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 176 241 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე ხიდისთავის სამუსიკო სკოლაში მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 100 - ზე მეტი ბავშვი სწავლობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა მემორიალების მშენებლობაც. (17 012 ლარი).

შეხვედრის დამთავრებისას, ერთერთმა სკოლის პედაგოგმა სტუმრებს შესჩივლა, რომ სკოლაში გათბობა არ არის.

,,იქნება, ეგეც იქნება" - უპასუხა პედაგოგს ხიდისთავის მაჟორიტარმა წარმომადგენელმა საკრებულოში ლია კოვზიაშვილმა. სკოლისა და მემორიალური დაფის გახსნას, ამავე სოფელში მცხოვრები, საკრებულოს წევრი თეო ტლაშაძეც ესწრებოდა. 

ჯერ კიდევ, 2016 წლის 20 იანვარს საკრებულოს წევრმა თეო ტლაშაძემ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს მისწერა, რომ ცნობილი ქართველი პოეტის ნიკო სამადაშვილის მემორიალური დაფის მოსაწყობად თანხა გამოყოფილიყო. თეო ტლაშაძის ინიციატივა გაითვალისწინეს და, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე, გამგეობამ მემორიალისთვის თანხა გამოყო.

ნიკო სამადაშვილი 1905 წლის 19 ივლისს, სოფელ ხიდისთავში, მიხეილ და ოლღა სამადაშვილების ოჯახში დაიბადა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა გორის ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც მოგვიანებით ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა. ნიკო ბიძამ თბილისში ჩამოიყვანა და ბავშვთა სახლს მიაბარა, საიდანაც ერეკლე ტატიშვილმა წაიყვანა და საკუთარი ხარჯით მზრუნველობდა. სწავლა განაგრძო უნივერსიტეტში. 1928 წლიდან ბორჯომის რაიონის სოფელ საგდერში ცხოვრობდა და სოფლის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა. ნიკო მალევე დაბრუნდა თბილისში და ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. პოეტი 1943 წლის 12 იანვარს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით და 5 წელი მიუსაჯეს. ციხიდან გამოვიდა ომის შემდგომ. სიცოცხლეში დაუფასებელი გენიოსი 1963 წლის 1 მაისს გარდაიცვალა. მისი პირველი ლექსები 1967 წელს "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა, ხოლო პირველი კრებული "ბეთანია" გამოვიდა 1973 წელს. მოთხრობების პირველი კრებული 1989 წელს გამოქვეყნდა.

1891წლის 27 ნოემბერს, სოფელ ხიდისთავში დაიბადა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე კონსტანტინე მეღვინეთუხუცესისიც. დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, პეტერბურგის კონსერვატორია, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. 1943 წელს აირჩიეს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მუსიკის კათედრის გამგედ და კითხულობდა ლექციებს მუსიკის ისტორიაში; ეწეოდა ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას, მას ეკუთვნის ოპერები – "ამირანი", "დავით გურამიშვილი", "ბეკინას ქორწინება"; ექვსი სიმფონია; ერთი ბალეტი "ჭანი გოგონა"; კონსტანტინე საქართველოს წამყვან თეატრებში მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლებს. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.



 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.