ახალი ამბები
,,კონფლიქტის საფასური" - შეხვედრა და წიგნის პრეზენტაცია გორში
გორის საინფორმაციო ცენტრში, „კავკასიური სახლისა“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ ორგანიზებით საჯარო დისკუსია თემაზე: სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის მომავალი და ქართულ-ოსური ურთიერთობები გაიმართა.

დისკუსიის დროს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებული სიტუაცია - განვითარების პერსპექტივები, პრობლემები და ნორმალიზაციის შესაძლებლობები განიხილეს, ასევე დიალოგის ფორმატების გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მომხსენებლები გორის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი მიხეილ ჩიტაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე და კავკასიური სახლის წარმომადგენელი ვანო აბრამაშვილი იყვნენ.

მოხსენებებისა და დისკუსიის დასრულების შედეგ პუბლიკაციის „კონფლიქტის საფასური: უთქმელი ამბები, ქართულ-ოსური კონტექსტი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ჟურნალისტი, გოგა აფციაური წარუძღვა.

წიგნი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ეგიდითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და USAID მხარდაჭერით გამოიცა.

დისკუსია კი, პროექტის "სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის ფორმირება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები