რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ფულის გამსესხებელთა ახალი პრაქტიკა გორში - ინტერვიუ
ბიზნეს სამართლის სპეციალისტი მერაბ დაღელაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გორში მევახშეთა ახალი პრაქტიკა გამოიკვეთა.

კერძოდ, თუკი კანონმდებლობის მიხედვით, ხელშეკრულების დადებისას სესხს 3%-ად გასცემენ,  არაოფიციალურად, მოქალაქეებს მაინც 8-10%-ს ართმევენ.

,,ეს ხდება ზეპირი შეთანხმებით. ხელშეკრულება იდება 3%-ზე, მაგრამ ართმევენ 8-10 %-ს. თუმცა, თანხის გადახდისას არ აფიქსირებენ არც მიღება-ჩაბარების აქტით, გადარიცხვა ხომ გამორიცხულია. ანგარიშები არა აქვთ" - აცხადებს მერაბ დაღელაშვილი.

პარალელურად, მოქალაქეებს ქონებას აფორმებინებენ მევახშის სახელზე.

,,მოქალაქემ ფული ისესხა, ქონება მევახშის სახელზე გადააფორმა და ყოველთვიურად იხდის თანხას. 3-4 თვის შემდეგ თანხის გადახდა უჭირს. მევახშე კატეგორიულად სთხოვს თანხის მთლიან დაბრუნებას. რა თქმა უნდა, მოქალაქე ვერ იხდის. ამის შემდეგ მევახშე ნახულობს ახალ პიროვნებას და ეუბნება მოქალაქეს, რომ ეს ახალი პირი მის ვალს დაფარავს. ოღონდ, ქონება მასზე უნდა გადააფორმოო. სინამდვილეში ახალი მევახშე შემოვიდა ურთიერთობაში. ყველა ეს პიროვნებები ერთად შეთანხმებულები არიან, მათ შორის, შუამავალიც. რომელიც ამ ახალი მევახშის პოვნაში ცალკე საშუამავლოს იხდის" - აცხადებს მერაბ დაღელაშვილი.

გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქის ბინა შესაძლოა უკვე მესამე და მეოთხე მევახშის საკუთრებაში აღმოჩნდნეს. ამ დროს ეუბნებიან მოქალაქეს, რომ თანხა დროულად უნდა დაფაროს. შესაძლოა, ნასესხი 2000-3000 დოლარი პროცენტიანად 8 ათასზე იყოს ასული.

,,უყურეთ რა ხდება? მოქალაქემ ჯერ ხომ ერთ მევახშეს უხადა ფული, ისე რომ არ დაფიქსირდა, შემდეგ, მეორეს, შემდეგ - მესამეს. რეალურად, იმაზე მეტი, ვიდრე ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული. ქონება კი, ამ დროს მევახშეთა ხელშია. რა უნდა ქნას მოქალაქემ? იძულებულია, მევახშეთა მუქარებს დაემორჩილოს. ისე არიამ გათავხედებულები ვიღაცისგან, რომ მუქარებსაც არ ერიდებიან." - ამბობს მერაბ დაღელაშვილი.

როგორც ირკვევა, ამ გზის გასვლის შემდეგ აკითხავენ მოქალაქეები იურისტებს. მერაბ დაღელაშვილი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ პირველივე პროცენტის გადახდისას თანხა დააფიქსირონ ნოტარიუსის მეშვეობით.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მერაბ დაღელაშვილთან ვრცელი ინტერიუ ჩაწერა. იგი გორის სასამართლოში იმ პირებს იცავს, ვისაც ფინანსებთან სახელმწიფო თუ კერძო პირებს პრობლები აქვთ.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.