ახალი ამბები
რა დარღვევებზე ისაუბრეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ომბუდსმენთან
სახალხო დამცველს სტუდენტებმა იმ დარღვევების შესახებ უთხრეს, რასაც რეგიონში აქვს ადგილი.

ამის შესახებ ახალგაზრდებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობას, ასევე, პატრულის მხრიდან მოქალაქეების გაჩერებას და უსახლკარო ადამიანების მიმართ გამოხატულ დამამცირებელ მოპყრობას მიაქციეს.

სახალხო დამცველის კითხვაზე, თუ რა უფლებების დარღვევას აქვს ადგილი შიდა ქართლში, პირველი პასუხი გამყოფ ხაზთან ადამიანების დაკავებების ფაქტს ეხებოდა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები