ახალი ამბები
წისქვილკომბინატის ყოფილ მენეჯერს სახლს უყიდიან (VIDEO)
გორის წისქვილკომბინატის ყოფილი მენეჯერის, გიორგი ორთანეზაშვილის საცხოვრებელი სახლი აუქციონზე გაიტანეს.

ამის შესახებ სპეციალური ბრიფინგი დაზარალებულად ცნობილმა ბიზნესმენმა სახლის წინ გამართა.
გოგიტა ორთანეზაშვილის თქმით, სახლი გასაყიდად აუქციონზე ბანკმა გაიტანა.

,,ბანკიდან აღებული სესხი ვერ გადავიხადე, იმიტომ, რომ ჯერ 2004 წელს წისქვილკომბინატი წაგვართვეს მე და ჩემს პარტნიორებს, შემდეგ, მცირე წისქვილებიც დაიხურა, რადგან სახელმწიფოში ერთ კომპანიას აქვს მონოპოლია აღებული" - აცხადებს გოგიტა ორთანეზაშვილი.

ყოფილი ბიზნესმენი, რომელიც, ამჟამად, მერიის აუდიტის სამსახურში მუშაობს, 2014 წელს პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

ჯერ კიდევ, 2004 წელს გორის წისქვილკომბინატი ,,ფორტე" ყოფილმა მეპატრონეებმა იძულების წესით გაასხვისეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები