ახალი ამბები
გორის სამების ეკლესია მრევლის სიდიდის გამო ფართოვდება
გორის სამების ეკლესიას რესტავრაცია უტარდება.

მამა ლუკას (კარელიძე) თქმით, დარბაზი მომლოცველებს ვეღარ იტევს და საჭირო გახდა მისი გაფართოება.

ამას დასავლეთის მხარეს კედლის დაზიანების ფაქტიც ემატება.

,,ტაძრის შემოწირულობების დახმარებით მიმდინარეობს რესტავრაცია" - ამბობს მამა ლუკა.

მისი განცხადებით, განსაკუთრებით, მიცვალებულების სულის მოსახსენიებლად მისული მრევლი აქტიურობს.

გორის სამების ეკლესია კვერნაკის ფერდობზეა აშენებული და ქალაქ გორის სასაფალაოს სიახლოვეს მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები