ახალი ამბები
სან-დიეგოს მორაგბეები გორში ,,ჯიქებს" შეხვდნენ
კალიფორნიელმა მორაგბეებმა გორის ,,ჯიქის" გუნდის წევრებთან ივარჯიშეს.

მათი შეხვედრა, გუშინ, ,,ჯიქების" სტადიონზე, გორში გაიმართა.

აშშ-ს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, ამერიკის საელჩოს მოწვევით, აშშ-საქართველოს დიმპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ თამაშებს ატარებენ.

გარდა ამისა, უკვე ორი წელია საქართველოში ,,სან-დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში" არსებობს.

გორის ,,ჯიქისთვის" ეს შეხვედრა ასევე საკუთარი შესაძლებლობის გამოვლინების საშუალებაც იყო.

რაც შეეხება ქვეყნის ჩემპიონატს, ბოლო ტურის შემდეგ, გორის  კლუბი 52 ქულით მეორე ადგილზეა და ერთ-ერთ გადამწყვეტ მატჩზე მაყურებელს სტადიონზე 2 აპრილს ელოდებიან.


Print

სტატიის გამოყენების პირობები