ვიდეორეპორტაჟი
ცხინვალის პარლამენტმა ამნისტია გამოაცხადა
ამნისტიით გასათავისუფლებელი პატიმრების რაოდენობა, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

საბოლოო სიას ადგილობრივ სამართალდამცავთა ორგანოებთან არსებული საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

ამნისტია, დღეს, დე-ფაქტო პარლამენტის მხარდაჭერით და ახალი პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინიციატივით გამოცხადდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამნისტია იმ პატიმრებს შეეხება, რომლებიც ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლამდე პატიმრობა აქვთ მისჯილი.

გათავისუფლებას დაექვემდებარებიან პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირები, ასევე, ტუბერკულიოზით დაავადებული პატიმრები.

გაათავისუფლებენ სსრკ-ს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების მიერ, საბრძოლო მამაცობისთვის დაჯილდოებულ, მსჯავრდებულ პირებს.

ამნისტია იმოქმედებს მცირეწლოვანი და უნარშეზღუდული ბავშვების დედებზე, 50-წელზე მეტი ასაკის ქალებზე და მამაკაცებზე, რომლებიც 55-წლის ზევით არიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები