ვიდეორეპორტაჟი
გორში უაქციზო ვისკი და კონიაკი იპოვეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგამოძიები სამსახურის პრეს-სამსახურიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულება 46 460 ლარს შეადგენს.

,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ქალაქ გორში ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 149 ბოთლი კონიაკი “HENNESSY XO” - სა და 6 ბოთლი ვისკის “JACK DANIELS” - ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას." - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 - დან 8 წლამდე ვადით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები