ვიდეორეპორტაჟი
ატენთან გზის საყრდენი კედელი ჩამოიშალა
ატენთან, ცენტრალური გზის მე-4-ე კილომეტრზე, გზის საყრდენი კედლის ნაწილი ჩამოიშალა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, გზას ქვა-ღორღისა და ნაშალი მასალისგან საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები გაასუფთავებენ.

,,იგეგმება ახალი საყრდენი კედლის აშენებაც." - აღნიშნავენ მერიაში.

გორი - ატენის გზაზე არსებულ სიტუაციას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმოამდგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.







Print

სტატიის გამოყენების პირობები