ვიდეორეპორტაჟი
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს. კოჭლამაზაშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.

დაიბადა 1983 წელს. 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იმავე წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ფლობს რუსულ ენას.

2006-2007 წლებში ავთანდილ კოჭლამაზაშვილმა სტაჟირება გაიარა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ქ. თბილისის პროკურატურაში, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. 2007 წელს მუშაობა განაგრძო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2007-2016 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორი; საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში,საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი;

ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი; ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები