ახალი ამბები
სოფელ წითელუბანთან რუსეთის სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან, რუსმა მესაზღვრეებმა, 1960 წელს დაბადებული თეიმურაზ დუდაშვილი დააკავეს.

წითელუბნის წარმომადგენლის თქმით, დაკავება დღეს დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა.

,,ორი საათი იქნება რაც თეიმურაზ დუდაშვილი დააკავეს, რა ვითარებაში მოხდა მისი წაყვანა ვერ გეტყვით, დეტალებს ახლა ვარკვევთ.“- გვითხრა სოფელ წითელუბნის წარმომადგენელმა, როინ ადიკაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები