18 სექტემბერი: კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 119 შემთხვევაა
დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 13 გაიზარდა და 1 435-ს
შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.