გორში ,,ახალბაღსა" და სურსათის ეროვნული სააგენტოს გორის ოფისში
ცოფის საწინააღმდეგო აცრა ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას
სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აქცია 28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო
დღეს გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორი სურსათის ეროვნული სააგენტოა.
„აღნიშნული დღის მიზანია ცოფის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება
ცხოველებში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების
პრევენციის წინაპირობაა. მიმდინარე წელს დაგეგმილია 260 000 ცხოველის
უფასო ვაქცინაცია. სექტემბრის მონაცემებით, უკვე ვაქცინირებულია 220
000 ძაღლი და კატა“- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის
ინიციატივით 2007 წელს დაარსდა. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ
ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ყოველწლიურად
აღნიშნავს.