თიბისის ბიზნესტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის იმართება,
თიბისის ტრენინგ-ცენტრიდან ონლაინ სივრცეში ინაცვლებს.
თიბისის ბიზნესმომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მათთვის
საინტერესო თემატიკის ტრენინგებს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ და
ისეთი სფეროების შესახებ მიიღონ უახლესი ინფორმაცია, როგორებიცაა:
ფინანსები, მარკეტინგი, საჯარო გამოსვლები, IFRS და სხვა.
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად პირველი ონლაინ ტრენინგი
თიბისი ბიზნესისთვის ინიციატივით უკვე ჩატარდა. დავით პაპიაშვილმა
დაინტრესებულ პირებს ინფორმაცია საგადასახადო სიახლეებზე მიაწოდა.
თიბისის ბიზნესტრენინგებზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე -
www.tbcbusiness.ge.
ბიზნესტრენინგები თიბისის ინიციატივით უკვე 6 წელია იმართება და მას
სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი მენტორები უძღვებიან.
ამ დრომდე თიბისის ბიზნესტრენინგი სხვადასხვა ბიზნესის 28 000-მა
წარმომადგენელმა გაიარა.