ახალი ამბები
,,სოციალური მაცივარი’’ გორში

,,იყავი სოლიდარული და შენთვის უკვე არასაჭირო საკვები, ხილი, ტკბილეული ან პური გაუზიარე მათ, ვისაც სჭირდება. ასე ერთად შევძლებთ, რომ ჩვენს ქალაქში არც ერთი ადამიანი არ იყოს მშიერი." - ასეთია ორგანიზაცია ,,დროას" მოწოდება.

სწორედ ამ ახალგაზრდების ინიციატივით გაჩნდა ქალაქში “სოციალური მაცივარი”. მასზე განთავსებულია შესაბამისი ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც მომხმარებელმა უნდა იხელმძღვანელოს.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან ორგანიზაცია”ორბელიანი საქართველოს”, ქალაქ გორის მერია და თიბისი ბანკი, კონსულტანტი - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო.

“სოციალური მაცივარი” გორში თიბისი ბანკის მიმდებარედ დგას და ელოდება მათაც, ვისაც საკვების სხვისთვის გაზიარება შეუძლია და მათაც, ვისაც ეს დახმარება სჭირდება.





8 საათის გასვლის შემდეგ






 

Print