ახალი ამბები
კასპის ,,წითელი ზონის'' სოფლებში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა
კასპის ,,წითელი ზონის'' სოფლებში 106 ნიმუშიდან  კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ნინოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში, სტაბილური მდგომარეობა ნარჩუნდება.

25 მარტიდან დღემდე, სოფლები: ქვემო ჭალა, იგოეთი და სამთავრისი ეპიდემიის კერადაა გამოცხადებული.

-"ბოლო 24 საათში გაიტესტა 106 პირი, აქედან გვქონდა სულ შვიდი დადასტურებული შემთხვევა. ამ შვიდი დადასტურებული შემთხვევიდან ორი იყო ქვემო ჭალასა და იგოეთი კლასტერიდან. ვაგრძელებთ დაკვირვებას, გრძელდება პოლიციის პუნქტებზე თერმოსკრინინგი. თვითიზოლაციაში ამ სოფლებში რჩება 72 ადამიანი. თავიდან როცა გაძლიერდა ზედამხედველობა სოფლებში, გვქონდა უფრო მაღალი ინფიცირების შემთხვევები. ბოლო დღეებია არის კლება და ვინარჩუნებთ სტაბილურობას .დღეს დილიდან გაიტესტა დამატებით კიდევ 20 პირი."- განაცხადა კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ნონიაშვილმა.

შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.
Print