ახალი ამბები
ერგნეთის 99-ე შეხვედრა დასრულდა
ერგნეთის შეხვედრა დასრულდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცხინვალის საპატიმროში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან შეხვედრას გეგმავენ.

ირაკლი ანთაძემ კონკრეტულ შედეგების შესახებ არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დიალოგისთვის მზაობა არსებობს.

ანთაძემ განაცხადა,, რომ პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გარდა, მხარეებმა განიხილეს გამყოფ ხაზთან არსებული მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, საკუთარ ნაკვეთებში მოქალაქეების უსაფრთხოდ მუშაობის შესახებ.

,,ვიმედონებ, რომ ის მოლოდინები, რაც გააჩნიათ ოჯახის წევრებს, გარკვეული შედეგით დასრულდება. პროცესები მიმდინარეობს. თუმცა, მთავარია შედეგები. შესაძლოა, ეს ნაბიჯები არაა სწრაფი, მაგრამ გარკვეულ შედეგებზეა ორიენტირებული.'' - აღნიშნა ანთაძემ.
Print