ახალი ამბები
,,როცა დაუნდობელი ეპიდემია ასე მძვინვარებს'' - მეუფე იობი კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს
,,ძნელბედობის ჟამს როცა დაუნდობელი ეპიდემია ასე მძვინვარებს, დიდ დანაკლისს წარმოადგენს ბატონი კახის ამ ქვეყნიდან წასვლა.'' - ამ სიტყვებით გამოხატავს რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იობი მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებს.

,,მწუხარებამ მოიცვა მთელი საქართველო და თითოეული ჩვენთაგანი მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ ბატონ კახი კავსაძის გარდაცვალება. ჩვენი ეპარქიის სახელით, ვუსამძიმრებთ ქართული კულტურის ყველა სფეროს წარმომადგენელს, ბატონი კახის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მის ერთგულ მაყურებელს! დაე უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს.'' - აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცავალა.
Print