ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 28 აპრილი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 121, იმერეთი - 101, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 69, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 130, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 482, საიდანაც: 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 101, აჭარაში - 435, იმერეთში - 415. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 732 პირი, მათ შორის, თბილისში - 381, აჭარაში - 68, იმერეთში -94. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 156 პირი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში - 11, იმერეთში - 9. 707 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 - თბილისში, 306 - აჭარაში. 9 995 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 221 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 3.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 878 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 288 816-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 077 პირი ემსხვერპლა.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 532 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 888 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 133 პირი, აჭარაში - 2 634, იმერეთში - 1 720.
Print