ახალი ამბები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კორონავირუსის გამო ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე და ოლიმპიური ჩემპიონი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე ვერ იჭიდავებს და შესაბამისად ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩა.

ამის შესახებ სპორტული გამოცემა ,,ლელო'' წერს. სოფიაში ტურნირი 6-9 მაისს გაიმართება.

ამავე გამოცემის ცნობით, 30 წლის სპორტსმენი ვერ იჭიდავებს, რადგან მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია თავად სპორტსმენმა, სოციალურ ქსელ “Facebook”-ზე გაავრცელა: "ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია".

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2016 წლის რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულია, 2012 წელს კი ლონდონის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2015 წელს ლადომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 2014,2016,2017 წლებში კი ევროპის ჩემპიონი გახდა.
Print