ახალი ამბები
ცხინვალში დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს სცემეს
ცხინვალში ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ოპოზიცია, კერძოდ, ედუარდ კოკოითის მომხრეები ავრცელებენ.

პარტია ,,ნიხასის'' მხარდამჭერი გრიგორი აბაევი წერს, რომ გიორგი ტოტჩიევის ცემის ფაქტზე დაკავებულია 34 წლის გარი გაბარაევი. აბაევის თქმით, გაბარაევს ცემის მოტივი ჰქონდა.

,,ადამიანები იხოცებიან და შენ რას აკეთებო'' - წერს აბაევი.

სააგენტო ,,ოსური აქცენტების'' ცნობით, გარი გაბარაევი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. ინციდენტი კი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მას კორონავირუსით დედა გარდაეცვალა.

 

Print