ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 2 მაისი
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი, კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევიდან, შიდა ქართლში 33 ფაქტი დაფიქსირდა. დადასტურდა. ხოლო დედაქალაქში - 511.]

რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს: აჭარა – 114; იმერეთი – 84; ქვემო ქართლი – 31; გურია – 19; სამეგრელო – ზემო სვანეთი – 94; კახეთი – 45; მცხეთა-მთიანეთი – 45; სამცხე-ჯავახეთი – 8; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 216, საიდანაც: 4 040 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 246, აჭარაში – 460, იმერეთში – 404.

მძიმე პაციენტია 771 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 84, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 137 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში – 12, იმერეთში – 8.

800 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 459 – თბილისში, 314 – აჭარაში. 10 376 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", — აცხადებს მთავრობა.

ბოლო 24 საათში საქართველოშიკორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 21 ადამიანი. 

ჩატარდა 13 752 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 904 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 848 PCR ტესტით. გამოჯანმრთელებულ პირთა რიცხვი 1 595-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: 1 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.47%.

ამ მონაცემებით, საქართველოში პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 312 445-მდე გაიზარდა. 293 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 151 კი — გარდაიცვალა.
Print