ახალი ამბები
გორის სასაფლაოზე შემსვლელთა მსურველები უკან გააბრუნეს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, გორის სასაფლაოზე, მოქალაქეთა ნაწილმა შესვლა ითხოვა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომლებმა ისინი უკან გააბრუნეს. 

მათ შორის, აღმოჩნდნენ 9 წლის ასაკში წამებით მოკლული გოგონას ოჯახის წევრები. ნანიკო ბერიაშვილის ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ ეკლესიაში შესულიყვნენ და სანთელი იქ დაენთოდ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს აკონტროლებს. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
Print