ახალი ამბები
გორის სასაფლაოზე რეგულაციების პირველმა დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა
გორის სასაფლაოზე რეგულაციების პირველმა დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ამის შესახებ სამართალდამცველებმა განაცხადეს.

მათი თქმით, გორის მოსახლეობამ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოავლინა. იმედი აქვთ, რომ მომდევნო ორი დღეც ასეთი სიმშვიდით ჩაივლის.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს აკონტროლებს. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
Print