ახალი ამბები
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოინახულეს
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოინახულეს. ისინი ქვემო ჭალაში დღეს დილით ჩავიდნენ.

თეონა აქუბარდიას თქმით, ყველა ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ გახელაძის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.

საერთაშორისო უსაფთხოების ექსპერტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ანტისაოკუპაციო პოლიტიკა, რომლითაც რუსეთის აგრესიისგან დაზარალებული მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული.

,,მიუხედავად არაერთი მოლოდინისა, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლდებოდა, ის კვლავ პატიმრობაში რჩება. ვხედავთ, რომ რუსეთი კიდევ უფრო აგრესიულია. ამის საწინააღმდეგოდ კი, ქვეყანას, მოქმედების კონკრეტული გეგმა არ გააჩნიოა. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა იყოს მეტი ძალისხმევა გამოყენებული იმისათვის, რომ შევაჩერით რუსეთის აგრესია.' - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ოჯახის წევრების განცხადებით, უახლოეს ხანებში ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. 

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს 33-წლის ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძე, 2020 წლის 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.

 

Print