ახალი ამბები
,,გორიჯვრის'' გზა გარეცხეს
გორიჯვრის გზა წყლის ჭავლით გარეცხეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაც დასუფთავდა.

,,ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაიწმინდა და წყლის ჭავლით გაირეცხა ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

6 მაისს გიოროგობის დღესასწაულზე ტაძარში მრევლს ელოდებიან.
Print